7 წელი გამოცდილება. GPS მონიტორინგი, საწვავის კონტროლი, ვიდეო და ძრავის ბლოკირება ნებისმიერ მანქანაზე — სტაბილური, უცვლელი ფასით.
გავიდა 7 წელი და დაგროვდა უამრავი გამოცდილება. ვთავაზობთ სრულ ტელემატიკურ გადაწყვეტას — GPS-დან ფერმამდე და ავტო-გაქირავებამდე.
მოწყობილობების დიდი არჩევანი ნებისმიერი საჭიროებისთვის.
ვაყენებთ ნებისმიერი ტიპის ტექნიკაზე და მსუბუქ ავტომობილზე.
მოპედი, Tesla, ელექტრო BYD, Mercedes თუ Porsche — ბრენდს მნიშვნელობა არ აქვს, „სტარტ-სტოპიანზეც“.
„შავი სია“ არაკეთილსინდისიერ მქირავებლებზე, ონლაინ ხელშეკრულება უფასოდ და ვიდეო-ტრანსლაცია.
გაიგე ავტომობილის მდგომარეობა: ზეთის დონე, გაგრილების ტემპერატურა.
დაალიმიტე სიჩქარე მობილურიდან და შეცვალე ნებისმიერ დროს.
ქვეყანაში მხოლოდ ჩვენთან — ძრავის ბრუნის ლიმიტი საბურავების დაცვეთის პრევენციისთვის.
სისტემა ავტომატურად ამოიცნობს ნაკვეთებს და დაშბორდზე გაძლევს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას.
სასაწყობე მეურნეობისთვის — ტემპერატურის კონტროლი.
გამოძახება საქართველოს მასშტაბით · ფილიალები 3 ქალაქში · GPS OF GEORGIA და GEO TELEMATIC წარმატებებს გისურვებთ კარგი სისტემის არჩევაში!
სრული ტელემატიკის გადაწყვეტა ყველა ინდუსტრიისთვის
გააქირავე ავტომობილი ონლაინ, გააფორმე ხელშეკრულება ციფრულად და დაიცავი შენი ფლოტი — ნებისმიერ მანქანაზე.
ტრაქტორის მოძრაობა ნაკვეთზე — დამუშავებული ფართობი, მარშრუტი, საწვავი. ვენახშიც ზუსტად ჩანს სად გაიარა.
სედანზე და ტრაილერზე — ავზში საწვავის დონე რეალურ დროში, ჩასხმა, ქურდობის დაფიქსირება.
სალონის და გზის ვიდეო-ჩაწერა, პირდაპირი ჩართვა და ისტორია.
სავაჭრო წარმომადგენლების მონიტორინგი — ობიექტები, ვიზიტები, ფოტოები.
ზუსტი დონის სენსორი აჩვენებს ავზში რა ხდება — ჩასხმა, ხარჯვა და ქურდობა წამიერად ჩანს.
ძრავის ბლოკირებას აუცილებლად დავამონტაჟებთ — ნებისმიერ ავტომობილზე, ძველი მოდელიდან Tesla-მდე. კონკურენტებს Start-Stop-იან მანქანებზე ეს არ შეუძლიათ.
ულამაზესი, ცოცხალი დაშბორდები — მონიტორინგიდან ფერმამდე
ყველა პროდუქტი ხელმისაწვდომია განვადებით
აირჩიე შენთვის შესაფერისი პაკეტი — გამჭვირვალე ფასები, ფარული დანამატების გარეშე
დაგვიკავშირდი და შევარჩევთ შენთვის საუკეთესო გადაწყვეტას — განვადებით.
დაგვიკავშირდი3 ქალაქში
GEO TELEMATIC (GPS OF GEORGIA) 7 წელია საქართველოში აყენებს GPS ტრეკერებს და ავტოპარკებს სთავაზობს სრულ სატელიტურ მონიტორინგს. ჩვენი პლატფორმით შენს ტრანსპორტს რეალურ დროში აკონტროლებ ტელეფონიდან ან კომპიუტერიდან: ხედავ ზუსტ ადგილმდებარეობას, სიჩქარეს, გავლილ მარშრუტს, საწვავის დონესა და ძრავის მდგომარეობას. ჯიპიესის დაყენება (gps trekeri) ხდება ჩვენს ფილიალებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, გამოძახებით კი — მთელი საქართველოს მასშტაბით.
თვიური სააბონენტო მხოლოდ 10₾-ია ერთ ავტომობილზე და 7 წელია არ შეცვლილა. GPS კონტროლი მუშაობს ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაზე — მსუბუქი ავტომობილი, სატვირთო, სპეცტექნიკა, მოტოციკლი თუ ელექტრომობილი. მოწყობილობის შეძენა შესაძლებელია განვადებითაც.
საწვავის სენსორი ზუსტად აჩვენებს ჩასხმას, გადმოქაჩვასა და რეალურ ხარჯს. ავტოპარკის მართვის მოდული კი კომპანიებს აძლევს დეტალურ რეპორტებს მძღოლების, მარშრუტებისა და ცვეთის მიხედვით — ფლოტის მართვა ერთი დაშბორდიდან.
ძრავის დისტანციური გათიშვა მუშაობს ნებისმიერ მარკაზე — Tesla-დან და BYD-დან Mercedes-სა და Porsche-მდე, სტარტ-სტოპიანი სისტემების ჩათვლითაც. სიჩქარისა და ბრუნვის (RPM) ლიმიტს მობილურიდან აყენებ, ავტო-გამქირავებლებისთვის კი გვაქვს „შავი სია", ონლაინ ხელშეკრულება და ვიდეო-ტრანსლაცია.
ვიდეო-კამერებით ავტომობილს ცოცხლად უყურებ; ფერმერული მოდული ავტომატურად ამოიცნობს ნაკვეთებს და ითვლის ხარჯთაღრიცხვას; მაცივარ-ფურგონებსა და საწყობებში ტემპერატურის კონტროლი ონლაინ ხდება. აირჩიე GPS მიმწოდებელი, რომელიც ერთ პლატფორმაზე გაძლევს ყველაფერს.
თვიური სააბონენტო 10₾-ია ერთ მანქანაზე და უცვლელია უკვე 7 წელია. GPS ტრეკერის ფასი მოდელზეა დამოკიდებული — შესაძლებელია განვადებაც.
ფილიალები გვაქვს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, გამოძახებით კი ჯიპიესის დაყენება მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი.
დიახ — ძრავის ბლოკირება მუშაობს ნებისმიერ მანქანაზე, სტარტ-სტოპიანებზეც. ბლოკი და მოხსნა აპლიკაციიდან ერთი ღილაკით ხდება.
დიახ, სენსორს ვაყენებთ როგორც მძიმე ტექნიკაზე, ისე მსუბუქ ავტომობილებზე — ჩასხმა, გადმოქაჩვა და ხარჯი რეპორტებში ჩანს.
დიახ, ვიდეო-კამერების სერვისით ავტომობილს რეალურ დროში უყურებ — ჩანაწერების ისტორიითა და პარკინგის რეჟიმით.